X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2023 წლის პირველი კვარტლის ბიუჯეტი 110.1 %-ით შეასრულა

25 აპრილი 2023

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2023 წლის პირველი კვარტლის სახელმწიფო ბიუჯეტი 110.1%-ით ანუ 43.8 მილიონი ლარის გადაჭარბებით შეასრულა.

სახელმწიფო ბიუჯეტის საკასო ხარჯმა შეადგინა 478.7 მლნ ლარი, რაც გეგმაზე (434.95 მლნ ლარი) 43.8 მლნ ლარით მეტია.

სამინისტრომ ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 72.2 მილიონი ლარით მეტი ფინანსური რესურსი მოახმარა, რაც, სამინისტროს არსებობის ისტორიაში, 3 თვის შესრულების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

სამინისტროს მართვაში არსებულმა უწყებებმაც 2023 წლის 3 თვის გეგმებს გადააჭარბეს და ქვეყნის მასშტაბით, ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას მოახმარეს: საავტომობილო გზების დეპარტამენტმა - 315.0 მილიონი ლარი, რაც გეგმის 114%; სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა - 83.8 მილიონი ლარი - რაც გეგმის 106%; შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ – 71.7 მილიონი ლარი - რაც გეგმის 101%; შპს ,,მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ – 6.6 მილიონი ლარი - რაც გეგმის 106 %.